|
2023-02-14 15:49:01, 995 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მასშტაბურ აქციას როცა დავაანონსებთ, მერე დაგვთვალეთ, ჩემო ძვირფასებო
ყველა სოფელში, ყველა კარს შევაღებ და ვეცდები, რომ ყველა დავარწმუნო - ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხაშურში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, რეგიონებში გამართული აქციების მიზანია, შეიქმნას შტაბი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა მოქალაქეებს შეკრების ადგილი ჰქონდეთ. მან ასევე დასძინა, რომ მიმდინარეობს მზადება მასშტაბური აქციისთვის. "ყველა სოფელში, ყველა კარს შევაღებ და ვეცდები, რომ ყველა დავარწმუნო - ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილისთვის. მე ვიძლევი პირობას, ხალხთან ერთად შედეგზე გავალ. ყველა ქალაქში და ყველა რაიონში იქნება აქციები. მე ვაპირებ, ყველა რაიონში ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ და ამ ხალხს ჰქონდეს შეკრების ადგილი, რომ მებრძოლმა ადამიანებმა უზრუნველყონ, მათ შორის, სხვა თავისი მეზობლების, მეგობრების, ნათესავების დარწმუნება. ასეთ მებრძოლ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა. ეს ხალხი იბრძვის და 80%-ს ევროკავშირი რომ უნდა, აი, ამისთვის იბრძვის ეს ხალხი. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ევროკავშირში უნდა ჩვენი მოსახლეობის 80%-ს? ეს ადამიანები არიან სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულები, ადგილობრივები, რომლებსაც უნდათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. ვინმემ დააანონსა, რომ ეს მასშტაბური აქცია იქნებოდა? მასშტაბურს როცა დავაანონსებთ, მერე დაგვთვალეთ, ჩემო ძვირფასებო",- განაცხადა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას. ცნობისთვის, საქართველოს რამდენიმე რეგიონში -ხაშურში, ფოთსა და ლაგოდეხში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)