19:30 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 21:45:32, 864 ნახვა

მსოფლიო
მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის ქალაქი ნურდაგი მთლიანად დაინგრევა

თურქეთის პროვინცია გაზიანთეპში მდებარე ქალაქი ნურდაგი, რომელიც ძლიერ დაზიანდა მიწისძვრების შედეგად, მთლიანად განადგურდება, იუწყება მედია ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით.

ქალაქი გაიწმინდება ნანგრევებისგან და დაზიანებული შენობებიც დაინგრევა. ასევე გაიწმინდება სხვა შენობებისგანაც, რომელიც მიწისძვრის შემდეგ არამყარია. ქალაქში სტიქიამდე იქ დაახლოებით 17 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 ათას ადამიანს გადააჭარბა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ათიათასობით მსხვერპლის ევაკუაციის შესახებ.

ხალხის ძებნა და ნანგრევების ამოღება გრძელდება.

6 თებერვალს 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, შემდგომი ბიძგები გაამძაფრა მისი დამანგრეველი შედეგები. ეს იყო ყველაზე საშინელი მიწისძვრა თურქეთში 1939 წლის შემდეგ. თურქეთის მეწარმეობისა და ბიზნესის კონფედერაციის შეფასებით, სტიქიამ ქვეყნის საცხოვრებელ შენობებს ზიანი მიაყენა დაახლოებით 70 მილიარდი დოლარის ოდენობით და კიდევ 10 მილიარდი დოლარი იყო ეროვნული შემოსავლის დაკარგვა.

ძალიან დაზარალდა სირიის ტერიტორიაც - ქვეყნის ხელისუფლება რამდენიმე ათასი დაღუპული და დიდი ნგრევის შესახებ იუწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics