|
2023-02-13 15:26:17, 963 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს
ZANAGRO ქართული აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული საშუალებების გამოყენებით მარცვლეულის - სიმინდი, ქერი, სოიო - წარმატებით მოყვანისა და რეალიზაციის შემდეგ, კომპანიამ, პირველად საქართველოში, მიწისა და კლიმიატური პირობების შესწავლის შემდეგ, აბაშის რეგიონში 12 ჰა-ზე ბრინჯის საცდელი ჯიშები გააშენა და 8 ტონამდე მოსავალი აიღო. კომპანიაში ამბობენ, რომ მიღებული შედეგები ქმნის პერსპექტივას, აღნიშნული პროდუქტის ასპოცენტიანი იმპორტი ჩანაცვლდეს შიდა წარმოებით, საქართველომ კი განახორციელოს ბრინჯის გარკვეული მოცულობის ექსპორტი. ეს იდეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასია მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის 100%–იან იმპორტს ახორციელებს. მარცვლეულის მოყვანა-რეალიზაციის 5 წლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, კომპანიის დამფუძნებლებისთვის აშკარა გახდა მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნის საჭიროება, ამიტომ, 5 წლის თავზე, ZANAGRO -მ სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში საკუთარი ქარხანა ააშენა. „2017 წელს გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლილიყავით მხოლოდ მარცვლეულის მოყვანით და ბიზნესი მომსახურების მიმართულებითაც განგვევითარებინა. ავაშენეთ საწყობი და ქარხანა, რომელშიც ხდება მარცვლეულის გაშრობა-გამოცხობა. ამის გამოცდილება მანამდე დასავლეთ საქართველოში არ არსებობდა, ფერმერები ელოდნენ, როდის მიაღწევდა მცენარე საჭირო ტენიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ მოსავალს, ამას კი დიდი ზარალი მოჰყვებოდა ხოლმე - მარცვლეული ინესტებოდა და ზიანდებოდა. ჩვენს ქარხანაში მარცვლეული შესაბამის დანადგარში შრება, შემდეგ კი, რეალიზაციამდე, საწყობში ინახება. შესაბამისად, დანაკარგი გაცილებით ნაკლები გვაქვს, მოსავალი კი - მეტი. თავიდან ფერმერები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდს, თუმცა თანდადან დარწმუნდნენ მარცვლეულის გამოშრობის საჭიროებაში და შესაბამისად, ჩვენთან შეკვეთებიც ყოველწლიურად იზრდება,“ - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, ლევან ჩილაჩავა. გარდა საშრობი ქარხნისა, ZANAGRO „თიბისის“ მხარდაჭერით მიწათმოქმედებს ტექნიკით მომსახურებას, მიწების დამუშავებასა და აგრონომით მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის სერვისის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი გლეხები და ფერმერები არიან. „თიბისის“ დახმარებით კი კომპანიამ 116 კვტ-ის მოცულობის მზის პანელები დაამონტაჟა, რომელსაც საკუთარი წარმოებისთვის მოიხმარს. ლევან ჩილაჩავა ამბობს, რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე ენერგიაზე გადასვლაა. შესაბამისად, მომავალში „თიბისის“ მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიის 500 კვტ-მდე გაზრდას და გამონაბოლქვის 28 ტონამდე შემცირებას გეგმავს. კომპანია, ასევე, გეგმავს კომბინირებული საამქროს აშენებას, რომელშიც ZANAGRO ცხოველებისა და ფრინველების საკვებ პროდუქციას აწარმოებს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)