|
2023-02-13 15:04:14, 1226 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკისა და კომპანია „3 ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel გაიხსნა. სასტუმრო 778.60 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ის 4 სართულსა და 31 ნომერს მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 1.97 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად შენობის შეძენასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. „ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დავიწყეთ. მისი გახსნა სამწუხაროდ, პანდემიის გამო გახანგრძლივდა. მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით ოთხვარსკვლავიანი, 31 ნომრიანი სასტუმროს აშენება და გახსნა ამ დაბრკოლების მიუხედავად შევძელით. ჩვენთან მოსულ სტუმრებს მყუდრო და კომფორტულ ნომრებთან ერთად, ასევე სასიამოვნო გარემო დახვდებათ. ჩვენ მათ საუკეთესო შეთავაზებებს ვპირდებით“, - განაცხადა Epigraph Town Hotel-ის დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. კომპანია “3 ჯგუფთან“ 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თაბუკაშვილის ქუჩაზე, ოთხვარკვლავიანი სასტუმრო - Epigraph Town Hotel-ის აშენება და გახსნა გახდა შესაძლებელი. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა მნიშვენლოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენ კვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესების გაძლიერებასა და ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)