|
2023-02-13 12:34:09, 868 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი წულუკიანს - თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - ჯალა-თეა
საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ქ-ნო თეა - ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - ჯალა-თეა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვლავ ძალაშია ხელისუფლებასა და კულტურის სამინისტროს მიმართ "ნაციონალური მოძრაბის" შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტია მზად არის, გელათთან დაკავშირებით საუკეთესო სპეციალისტები ჩამოიყვანონ და აღნიშნულის ფინანსური უზრუნველყოფაც მოახდინონ. "გელათი არის საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლო. გელათი სვეტიცხოველთან ერთად, არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სწორედ გელათი და სვეტიცხოველი არის მსოფლიო კულტურულ რუკაზე საქართველო. ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში, რუსეთი ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად, საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ქ-ნო თეა - ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - ჯალა-თეა. შესაბამისად, დღეს ჩვენთა სამწუხაროდ, ამ ჯალათებისთვის გვიწევს შეთავაზება კიდევ ერთხელ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი შეთავაზების შესახებ, რომ ჩვენ მზად ვართ, გელათთან დაკავშირებით, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ამის უზრუნველყოფა მოვახდინოთ მათ შორის ფინანსურადაც და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რაც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა ჯალა-თეამ. მოვუწოდებ კულტურის სამინისტროს გმირ თანამშრომლებს, რომლებიც წერენ კრიტიკულ დასკვნებს, არ შეგეშინდეთ, თქვენ გვერდით ვართ... უნდა გავდევნოთ ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც გელათიდან", - განაცხადა ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)