2023-02-12 15:40:54, 1448 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. როგორც დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი Telegram-ზე წერს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მისივე თქმით, ასევე დაშავდა ერთი ადამიანი.
"მშვიდი ღამის შემდეგ, აგრესორმა ნიკოპოლი დაბომბა. დაღუპულია 53 წლის ქალი. ჭურვის ნამსხვრევების შედეგად, დაშავდა 83 წლის პენსიონერი", - წერს ლისაკი.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ქალაქში 4 მრავალსართულიანი სახლი, წყლის არხი და კოლეჯის შენობა დაზიანდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,