19:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 12:33:09, 1403 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ ალიასკის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო, რომლის ფრენის მიზანს არკვევენ

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ალასკაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო. მან დასძინა, რომ „ობიექტის ფრენის მიზანი უცნობია და ჯერ არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მისთვის დაკისრებულ დავალებას“.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ თავდაცვის დეპარტამენტი აკვირდებოდა ობიექტს ალასკას საჰაერო სივრცეში ბოლო 24 საათის განმავლობაში. ობიექტი დაფრინავდა 40 000 ფუტის (დაახლოებით 12 ათასი მეტრის) სიმაღლეზე და რეალურ საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებას. სიფრთხილის გამო და პენტაგონის რეკომენდაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ობიექტის ჩამოგდების ბრძანება გასცა. ", - თქვა კირბიმ.

აპარატის ნამსხვრევები ყინულით დაფარულ ზღვაში ჩავარდა, მაგრამ სამხედროები ნამსხვრევების აღებას ცდილობენ. არ არსებობს ნიშანი იმისა, რომ ხომალდს შეეძლო მანევრირება და ვაშინგტონმა არ იცის რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა, დასძინა კირბიმ.

საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა დაამატა, რომ პენტაგონის უფროსს ლოიდ ოსტინს არ უცდია ჩინეთთან დაკავშირება ამ კონკრეტული ინციდენტის შემდეგ.

თებერვლის დასაწყისში, ჩინეთის ბუშტმა, რომელიც გადაფრინდა აშშ-ს ტერიტორიაზე, გამოიწვია დიპლომატიური დაპირისპირება ვაშინგტონსა და პეკინს შორის. შემდეგ აეროსტატი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკის საჰაერო სივრცეში, გადაფრინდა ბირთვული რაკეტების კონტროლის ბაზაზე და ჩამოაგდეს 4 თებერვალს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics