2023-02-10 20:57:26, 1389 ნახვა
ომი უკრაინაში
ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში უკრაინაში დღეს მესამედ გაისმა
ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში უკრაინაში დღეს მესამედ გაისმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ამჯერად განგაშის გამომწვევი მიზეზი, ბელორუსიის ცაზე სამი MiG-31K გამანადგურებელის აფრენა გახდა.
მათთან ერთად ასევე A-50U შორეული რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი აფრინდა, რომელიც კოორდინაციას უწევს რუს მფრინავებს, რომლებიც უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,