18:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 16:02:00, 808 ნახვა

პოლიტიკა
ასლან ბჟანია სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს აფხაზეთში რეაბილიტაციას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ასლან ბჟანია სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადის ტელეფონით ესაუბრა და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა.

საუბრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვების აფხაზურ სანატორიუმებში რეაბილიტაციის შესახებ.

ასევე, სტიქიის შედეგების დაძლევაში დახმარების მიზნით, სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს სირიისა და თურქეთის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ღონისძიებების ორგანიზება დაევალა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics