|
2023-02-10 12:29:51, 912 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ირაკლი კობახიძეს, თანაგუნდელებთან ერთად, იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს ვნახავთ
ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი დაამკვიდროს, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ბოლო კვირებში უკრაინას დასახლება არ აუღია და ამ ეტაპზე უპირატესობა რუსეთს აქვს". ვაშაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რათა გამოჩნდეს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგას. "ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც არ ამბობენ - თითქოს, რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში. რატომ საუბრობს ამას ირაკლი კობახიძე? საკუთარ ბედს "ქართული ოცნება" უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. ისინი არიან შეთქმულების მონაწილენი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ რაც შეიძლება ბევრი და ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის გზა არ არის ლაჩრობის, სიმხდალის, ღალატის გზა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე მას ვუწინასწარმეტყველებ, რომ თავის თანაგუნდელებთან ერთად, იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს ვნახავთ, რუსეთის ფედერაციაში. მოუწევთ იქით გაქცევა, რადგან ეს ღალატი, როგორც კი რუსეთი დამარცხდება, არ შერჩებათ არც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)