20:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 22:17:00, 1197 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს, რომ მოქალაქეები ქუჩაში არ დატოვოს

შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ქალაქის მონახულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო კატასტროფების მართვის სააგენტოსთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ერთი წლის ვადაში აღადგინოს.

მან დასძინა, რომ, ბოლო მონაცემების თანახმად, თურქეთში მიწისძვრას 8 574 ადამიანი ემსხვერპლა, 49 133 კი დაშავდა. განადგურებულია 6 444 შენობა.

„რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. ამინდის პირობები აშკარაა. შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო. ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დარჩენას. ჩვენი სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს კატასტროფების მართვის სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად. ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics