|
2023-02-08 18:24:41, 1102 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ, სააკაშვილის სიცოცხლე, უდრის ევროპულ მომავალს
საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში იქნება პროტესტი, ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე, უდრის ევროპულ მომავალს და პირდაპირ კავშირშია მასთან. "საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში იქნება პროტესტი, ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ, მოგმართავთ ახალგაზრდებს ვისაც არ გინდათ რუსეთში ცხოვრება ვისაც გინდათ თავისუფალ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის თქვენი საბრძოლი, თქვენი პროტესტი, ეს არის ის გზა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიაროთ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე უდრის ევროპულ მომავალს, მისი სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენ ევროპულ მომავალთან, ნურავინ იფიქრებთ, რომ თუ სააკაშვილს ციხეში წამებით მოკლავენ, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)