|
2023-02-08 16:39:56, 1302 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა ინერვიულონ - არასდროს დავუშვებთ, რომ ისინი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზიანებულ თურქეთის სამხრეთ ნაწილში ჩავიდა. როგორც "ანადოლუ" იტყობინება, ქვეყნის პრეზიდენტი სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზიანებულ ქაჰრამანმარასში არსებულ ვითარებას გაეცნო და განაცხადა, რომ თურქეთმა მიწისძვრის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მთელი თავისი რესურსის მობილიზება მოახდინა. ერდოღანის თქმით, ანტალიასა და ალანიაში მდებარე სასტუმროების ნაწილმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბევრი ოჯახი შეიფარა. "ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა ინერვიულონ - არასდროს დავუშვებთ, რომ ისინი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ", - თქვა პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, მიწისძვრით დაზარალებული თითოეული ოჯახი 10 000 თურქულ ლირას (530 აშშ დოლარი) მიიღებს. გარდა ამისა, როგორც ერდოღანი ამბობს, მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილებისთვის საცხოვრებლების აშენებასაც გეგმავს. შეგახსენებთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ თურქეთში 6 თებერვალს, ათსაათიანი შუალედით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთსა და სირიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 10 000-ს აღემატება. დაზარალებულ პროვინციებში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სკოლები ქვეყნის მასშტაბით 13 თებერვლამდე დახურულია. დაზარალებულ 10 პროვინციაში კი, სწავლა 20 თებერვლამდე შეჩერდა. გამოცხადდა 7-დღიანი გლოვა და თურქეთის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწოფო დროშები დაეშვა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)