20:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 13:37:25, 1084 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სწრაფად იზრდება და უკვე 10,000-ს გადააჭარბა, ბოლო მონაცემებით, თვით თურქეთში 10100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 39000-ზე მეტი დაშავდა. -ამის შესახებ, სააგენტო "ანადოღლუ იუწყება.

სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში სამაშველო სამუშაოები მეორე ღამეა გრძელდება, თუმცა მათ დაბალი ტემპერატურა და დაზიანებული გზები აფერხებს - ბეტონის ფილების ასაწევი აღჭურვილობის მიწოდება რთულია. თურქი კოლეგების დასახმარებლად მაშველები მთელი მსოფლიოდან მოდიან.

მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, კვლავაც ნანგრევებიდან გამოყვანილნი არიან, მოსახლეობაში სასოწარკვეთა და რისხვა იზრდება სამაშველო სამუშაოების ნელი პროგრესის გამო.

თურქეთმა მსგავსი ტრაგედია 1999 წელს განიცადა. შემდეგ, სტამბოლიდან არც თუ ისე შორს, იზმიტში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 17 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics