19:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 21:50:29, 1114 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - აქციები იწყება ახლა და არ დასრულდება, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი

მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ უსამართლობის მსხვერპლი, ვინც ნერვიულობთ ხვალინდელ დღეზე და ვისაც არ გაქვთ პერსპექტივის განცდა, ეს ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის, პროტესტი უნდა იყოს რეალური და ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება და იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები რაიონებიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარ რაიონშივე მიიღონ აქციებში მონაწილეობა.

ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე საპროტესტო აქციებიც დაანონსა :

  • 8 თებერვალი, 17:00 - აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;
  • 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 
  • 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;
  • 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

"მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ უსამართლობის მსხვერპლი, ვინც ნერვიულობთ ხვალინდელ დღეზე, ვისაც არ გაქვთ პერსპექტივის განცდა და გაქვთ პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური, ეს ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის ჩვენივე შვილებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას... მოგიწოდებთ, პროტესტი უნდა იყოს რეალური და ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპირებს ამას, სწორედ ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა ქალაქში და რაიონში იქნება პროტესტი, ვინც მაგალითად ვერ ახერხებთ რაიონებიდან ჩამოსვლას, ადგილებზე იქნება საპროტესტო აქციები და მიიღეთ მონაწილეობა, უახლოეს პერიოდში, როდესაც მთელ საქართველოს მოვიცავთ, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ მე ვუზრუნველვყოფ დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში, თუმცა ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics