|
2023-02-07 21:25:49, 1106 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა რეჟიმმა გადაწყვიტა საქართველოს ევროპული მომავალი დაასამაროს
ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ჩვენ ვიყოთ ნიჰილიზმში და უიმედობაში, ჩამოვუშვათ ხელები და ვთქვათ, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება და არაფერი არ გამოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაასამაროს, რისი ნათელი დადასტურებაც, არის, რომ მსოფლიო ლიდერების განცხადებების ფონზე, პუტინის მთავარ მტერს და მებრძოლს კრემლის დავალებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. "ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ჩვენ ვიყოთ ნიჰილიზმში და უიმედობაში, ჩამოვუშვათ ხელები და ვთქვათ, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება და არაფერი არ გამოვა, ამით ცხადია სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური რეჟიმი, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოს ევროპული მომავალი უბრალო დაასამაროს და ამის ნათელი დადასტურებაა, როცა მსოფლიო ლიდერების განცხადების ფონზე, ისინი პუტინის ფაქტობრივად მტერს და მასთან მებრძოლ მთავარსარდალს კრემლის დავალებით გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)