|
2023-02-07 13:29:57, 903 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი ამოცანა არის გადავლახოთ 10 000 დოლარიანი ნიშნული, ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანაა, რომ გაგვყინონ ერთ ადგილზე
ჩვენი ამოცანა არის გადავლახოთ 10 000 დოლარიანი ნიშნული, ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანა არის ის, რომ გაგვყინონ ერთ ადგილზე და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდონ ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა ამ დღის წესრიგს ვერ გავყვებით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძის თქმით, როგორც კი ქვეყანა 10 000 დოლარიან ზღვარს გადალახავს ეს მთელი საზოგადოებისთვის ამოსუნთქვის საშუალება იქნება. „ორი წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა იყო 4250 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. უკვე არის 6800 დოლარი ორი წლის თავზე და თუ მშვიდობიანად გაგრძელდება პროცესები, და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლები ვართ, ამ წლის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია 8000 დოლარს მივაღწიოთ. სამ წელიწადში პრაქტიკულად გვექნება გაორმაგებული ეკონომიკა, რაც კონკრეტულ მაჩვენებლებშიც არის გამოხატული. აღარ დავიწყებ მანქანები რამდენი იყო და ბინებს რამდენი მოქალაქე ყიდულობს. რეალურად ეს ყველაფერი აისახება, სამწუხაროდ არა ყველა მოქალაქეზე, მაგრამ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილზე. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ეკონომიკის განვითარება. როგორც კი 10 000 დოლარიან ზღვარს გადავლახავთ და ვხედავთ რომ სწრაფად მივდივართ, ანუ, 4250-დან უკვე შეგვიძლია 9000 დოლარზე ავიდეთ 4 წლიან პერიოდში, 2024 წლისთვის. 10 000 დოლარიან ზღვარს როგორც კი გადავლახავთ ეს უკვე მთელი საზოგადოებისთვის ამოსუნთქვის საშუალება იქნება.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)