20:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 23:17:34, 742 ნახვა

მსოფლიო
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული

თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა ქვეყნის სამხრეთით დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო. - ამის შესახებ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით თურქეთში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, გლოვის გამოცხადებასთან დაკავშირებით, 12 თებერვალს, კვირას, 12 თებერვალს, მთელი თურქეთის სახელმწიფო დროშები და ქვეყნის წარმომადგენლობითი ოფისები ნახევარ ანძაზე იქნება.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1651-მდე გაიზარდა, განაცხადა მანამდე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ.

მისი თქმით, კიდევ 11 119 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის მთავრობასთან არსებული საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების აღმოფხვრის ოფისის (AFAD) მონაცემებით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დღეში ორი მიწისძვრა შვიდ ბალზე მეტი იყო (ადგილობრივი დროით 04.17 საათზე - 7.7 ქულა და 13.24 - 7.6 ქულა) .

სააგენტოს ცნობით, 2834 შენობა განადგურდა კაჰრამანმარაშის, კილისის, დიარბაკირის, ადანის, ოსმანიეს, გაზიანთეპის, შანლიურფას, ადიამანში, მალათიასა და ჰატაის პროვინციებში.

თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ სახლებში მიწისქვეშა ბიძგების შიშის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics