20:49 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 22:42:58, 787 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ბრაზზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ვინმე იყოს კმაყოფილი

დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარფეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან ის იმედი, რაც არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი "ქართულ ოცნებას", რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ქვეყანაში კმაყოფილი იყოს ადამიანი ის ადამიანი, რომელსაც სურს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება. მან დასძინა, რომ ახლა მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდაცია.

"ბრაზზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება. ჩრდილოვანი მმართველობის, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის, სასამართლო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი. ამიტომ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარფეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან ის იმედი, რაც არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი "ქართულ ოცნებას", რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია...

ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მაქსიმალურად, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური ჯგუფების... "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან რაც ჩვენ თავს მოხდა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ვყოფლიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა და ჩვენ მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალების, - განაცხადა მელიამ. 

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics