|
2023-02-06 17:40:55, 1411 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, თუ რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად
მივიღეთ პრემიერის დავალება, რომ სამმა უწყებამ - ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ერთობლივად მოახდინონ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების და მათ შორის, მარჟების მუდმივი მონიტორინგი, რომ ყველანაირად გამოირიცხოს არაკონკურენტული მოქმედების ფაქტები. ჩვენ გვსურს, რომ თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში ყალიბდებოდეს ფასები და ეს ფასები იყოს უფრო მეტად მისაღები, ვიდრე დღეს არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლევან დავითაშვილი მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს ძირითადი სასურსათო პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაზრდილი ფასები. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე. გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია ზოგიერთ სექტორში ადგილი ჰქონდეს კონკურენციის შეზღუდვას, აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მოკვლევა გაეკეთებინა და ჩვენ განვიხილეთ წინასწარი შედეგები. ამასთან დაკავშირებით გვექნება მუშაობა და მივიღეთ პრემიერის დავალება, რომ სამმა სამინისტრომ მოახდინოს ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების და მათ შორის, მარჟების მუდმივი მონიტორინგი" – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს დეტალური შესწავლა და გამოირიცხოს გარიგებისა და შეთანხმების ყველა ფაქტი, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ფასებზე და იწვევდეს ფასების ხელოვნურად გაზრდას. „შესაბამისი სამინისტროების ანალიტიკური ჯგუფები ჩაერთვებიან პროცესში და შეისწავლიან სხვადასხვა ალტერნატივას, შეისწავლიან საერთაშორისო ბაზრებზე საიმპორტო ფასებს, ასევი იმ გასაყიდ ფასებს, რომლებიც საბითუმოდ დღეს იმპორტიორებს, ან ძირითად ადგილობრივ მწარმოებლებს გააჩნიათ. ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და არა ფართო სპექტრზე - ეს არის ის ძირითადი სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც ინფლაცია განისაზღვრება და რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ დანახარჯებში ძალიან დიდი წილი გააჩნია"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც სამუშაო ჯგუფი გადადგამს. მინისტრის აზრით, სამუშაო პროცესში გამოიკვეთება ბევრი რამ, მათ შორის შედგება დიალოგი მწარმოებლებთან, რომ ბევრი ფაქტორი ერთად გაანალიზდეს და არსებობდეს გაუმჯობესების სივრცეები ფასების დასაწევად.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)