20:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 16:18:23, 817 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ მელიას დანაყოფი ცდილობს მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინოს

„ნაციონალური მოძრაობის“ მელიას დანაყოფის წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ და პარტიის ახლად არჩეულ კომიკურ ხელმძღვანელებს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იგივე სტანდარტებსო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია არაფრის დამთმობი არ იყო, რომ არა "ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახნენ დაეთმოთ ხელისუფლება".

"ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ. მელიას ფრთა და პარტიის ახლადარჩეული კომიკური ხელმძღვანელები ერთმანეთს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იგივე სტანდარტებსო. 

სინამდვილეში, აქაც რეალობის გაყალბებას ცდილობენ. არაფრის დამთმობები ისინი არ იყვნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახნენ დაეთმოთ ხელისუფლება!

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები!

მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების, ხალხზე ზეწოლისა და შანტაჟის მასშტაბი იყო წარმოუდგენელი - არც ამან უშველათ!

ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში გაცილებით უარესს მიიღებდნენ. ამიტომ დათმეს, მოუწიათ!

ამ რეალობის ფონზე მათი განცხადებები ეროვნული დონის თუ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე უბრალოდ ღიმილის მომგვრელია!", - წერს მდინარაძე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics