2023-02-05 14:19:07, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. საოლქო პროკურატურის ცნობით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც პროკურატურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთი რაკეტა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხუთსართულიან შენობას მოხვდა, რამაც შენობის ნგრევა და ერთი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
მათივე ცნობით, რუსების კიდევ ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 3 ადგილობრივი - 58 წლის მამაკაცი, 54 წლისა და 83 წლის ქალები დაშავდნენ.
წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ხარკოვს ორი C-300 ტიპის რაკეტა ბელგოროდის ტერიტორიიდან ესროლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,