22:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-04 15:53:58, 1230 ნახვა

მსოფლიო
აშშ მოუწოდებს თურქეთს, შეწყვიტოს სანქცირებული საქონლის რუსეთში ექსპორტი

შეერთებული შტატების განცხადებით, თურქეთი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთს აწვდის ქიმიურ ნივთიერებებს, მიკროჩიპებს და სხვა პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ბრაიან ნელსონი, აშშ-ს ხაზინის მაღალჩინოსანი, რომელიც მეთვალყურეობს სანქციების აღსრულებას, ანკარასა და სტამბულში შეხვდა თურქ ჩინოვნიკებს და კერძო ბიზნესს და მოუწოდა მათ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ვაშინგტონთან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე.

ვაშინგტონი შეშფოთებულია აგრესორ ქვეყანაში თურქული ექსპორტით, რომელიც ათობით მილიონ დოლარს შეადგენს, თქვა ნელსონმა.

თურქული მხარე აცხადებს, რომ მართალია ზოგადად ეწინააღმდეგება ანტირუსულ სანქციებს, მაგრამ, როგორც ნატოს ქვეყანა, ემორჩილება მათ და სთხოვს აშშ-ს, საფუძველი მისცეს ეჭვებს.

რუსული საბაჟოს ანგარიშებზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ უკრაინის ომის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, სანქციების მიუხედავად, რუსეთმა მიიღო ჩიპები და დასავლური წარმოების სხვა ელექტრონული კომპონენტები 2,6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების.

ეს ჩიპები მოგვიანებით აღმოაჩინეს ზოგიერთ რუსულ იარაღ სისტემაზე.

დასავლეთი მიიჩნევს, რომ თურქეთი და ჰონგ კონგი რუსეთში ძირითადი საექსპორტო არხებია და სანქციების გვერდის ავლით.

ამასთან შესაძლოა აშშ-მ სექტორალური სანქციებიც განიხილოს, რაც თურქეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics