|
2023-02-03 19:07:45, 888 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილზე - ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებებია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ერთი დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე შეფასებით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად, ციხეში ჩაესვათ. „ეს ყველაფერი იყო თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებები. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის კონტეინერით საქართველოში შემოტანით, იმ დღიდან დაწყებული, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირებას, არეულობას, რევოლუციას, მაგრამ ეს ამ ადამიანებს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა იმუშავეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, ჩაესვათ ციხეში. ამ დღეებიდან მოყოლებული, ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ არსებული ადამიანები - ეს შეიძლება იყვნენ მისი ოჯახის ან პარტიის წევრები. ამ ყველაფრის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, სააკაშვილს ციხეში ულმობლად ეპყრობიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება, ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული. „ჯერ ერთი ციხეში არ იმყოფება, კლინიკაში იმყოფება. ის არის რადიკალურად განსხვავებული სხვა პატიმრებისგან, იმყოფება კლინიკაში. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ თვალი დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)