|
2023-02-03 11:08:09, 1462 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ და ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი დისკუსია საინვესტიციო პოლიტიკაზე გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს. დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. „ვფიქრობ, დისკუსიამ სრულად უპასუხა დასახულ მიზანს, ვინაიდან, შედგა საკმაოდ საინტერესო დიალოგი ქვეყნისათვის უმთავრეს თემაზე - საინვესტიციო პოლიტიკაზე. ჩვენ ნათლად დავინახეთ სახელმწიფოს პრიორიტეული ხედვა ინვესტიციებთან მიმართებაში, დავინახეთ კერძო სექტორის მხარდაჭერა და მოლოდინები, ანალიტიკური სფეროს კვალიფიციური შეფასება. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყნის ახალი, მნიშნელოვანი როლიდან გამომდინარე დგას. ჩვენ დავინახეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობა არსებობს“,- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა. პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატიის“ შესახებ გასულ წლის 10 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე დისკუსია კი 12 დეკემბერს ჩატარდა, რომლის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და პოლონურ კვლევით ორგანიზაციას - „Foundation Institute for Eastern Studies” - შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის შედეგადაც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი უკვე „საქართველოს ბანკისა“ და "ჯეოქეისის" ერთობლივი პროექტის მთავარი ,ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)