06:48 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 09:05:27, 1638 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა მათი სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა

რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამის მიუხედავად, ტაქტიკურად შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი მათ ჯერ კიდევ აქვთ.

„ისინი ეძებენ ვარიანტებს ომის მიმდინარეობის შესაცვლელად და ცდილობენ აგრესიის სამსახურში მოაქციონ ყველა ტერიტორიის პოტენციალი, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ - გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, ვიყოთ აბსოლუტურად გაერთიანებული სურვილით, მივაწოდოთ ჩვენ არმიასა და ყველა დამცველს საჭირო იარაღი და აღჭურვილობა – ჩვენ უკრაინაში გვჭირდება ერთი ხმით ვისაუბროთ მსოფლიოსთან თავდაცვის შესახებ. მტერი მათი ამ ეტაპიდან ბევრად უფრო დასუსტებული უნდა გამოვიდეს, ვიდრე წარმოუდგენიათ უარეს სცენარებში", - აცხადებს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics