07:35 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 20:43:24, 817 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ზელენსკი გამოვიდა და სააკაშვილის გულის სანაცვლოდ კრიმინალს იცავს

პატიმარი არ ეგუება იმ სასჯელს, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი და ირჩევს გზას, რომ აირიდოს სასჯელი, მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ მას, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მოწოდებამ იმოქმედა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელიც გამოვიდა და სააკაშვილის გულის სანაცვლოდ დაიცვა კრიმინალი.

„როდესაც პატიმარი არ ეგუება იმ სასჯელს, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი და ირჩევს გზას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აირიდოს სასჯელი, მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ მას. როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ იმოქმედა ზოგიერთ მათგანზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics