|
2023-02-02 16:19:30, 646 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ვწუხვარ, რომ ზელენსკის იმისთვის სცალია, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს
ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ კომენტარს. ზარქუამ უკრაინელ ხალხს "გამარჯვება და ღირსეული ხელისუფლება" უსურვა. "ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს. ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი იღუპება. რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის, უტევს და ამ დროს ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც სხვათა შორის მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ, იქ სადაც ახლა ზის, ჩემთვის გაუგებარია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას და ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას," - ამბობს ირაკლი ზარქუა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პროცესს დისტანციურ რეჟიმში დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას უკრაინულ ენაზე მიმართა და ადეკვატური მკურნალობა მოითხოვა. მან ასევე, მდგომარეობის საჩვენებლად, პროცესზე მაისური აიწია. ამის შემდეგ, ჩართვა "ტექნიკური შეფერხების" მოტივით შეწყდა. ექსპრეზიდენტის მდგომარეობის აღმნიშვნელი ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მედიას და დიპლომატებს უჩვენა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს: „ეს არის უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)