|
2023-02-02 14:23:51, 695 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - არ არსებობს კონსპირაცია, რომ გვიხდის ენმ-ი ან გადაგვიბირა სააკაშვილმა - გვაღელვებს საკითხი, რადგან ადამიანი ციხეში კვდება
არ არსებობს არავითარი კონსპირაცია, რომ ჩვენ რამეს გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა - ასეთი რამაც მსმენია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. გრეგოროვამ სიტყვით გამოსვლისას მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ იფიქრონ იმ ქულებზე, რომლებსაც ექსპრეზიდენტის ციხეში დატოვებით დაკარგავენ. "მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად ფარავს ყველაფერს, რომ მას თვალს ვერ ავარიდებთ. ის აჩვენებს ყველაფერს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ - პრობლემებზე, რეფორმებზე, სასამართლო სისტემისადმი უნდობლობაზე, პოლარიზაციაზე, დეზინფორმაციაზე. არ არსებობს არავითარი კონსპირაცია, რომ ჩვენ რამეს გვიხდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა - ასეთი რამაც მსმენია. ჩვენ გვაღლევებს ეს იმიტომ, რომ ასეც უნდა იყოს. ეს არის ღრმად პოლიტიზებული საქმე - ადამიანი კვდება ციხეში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებიც შეიძლება ციხეში მისი დატოვებით მიიღონ, არამედ იფიქროს იმ ქულებზეც, რომლებიც შეიძლება ამით დაკარგონ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მოგვიწევს ვისაუბროთ პოლიტიკურ პატიმარზე კანდიდატის სტატუსის ნაცვლად", - განაცხადა გრეგოროვამ. ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)