|
2023-01-30 14:24:16, 737 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - დღეიდან ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად
ერთადერთი პარტია ვართ საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, - "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამარჯვების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. "ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს გვიჭერს და უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში საშუალებას არ გვაძლევს, რომ მოვდუნდეთ, ხელები ჩამოვუშვათ და ჩვენი საყვარელი სამშობლო დავუთმოთ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. ამ არჩევებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება და ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას -მტერსაც და მოყვარესაც, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც საფუძველში ედო "ნაციონალურ მოძრაობას". ერთადერთი პარტია ვართ საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას. ეს არჩევნები ამის ნათელი გამოვლინებაა",- თქვა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, დღეიდან იწყება უწყვეტი ბრძოლა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად და ის მზადაა, მიიღოს ყველა, ვინც ამ პროცესს შეუწყობს ხელს. "ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და არ დავიღლებით არასდროს. დღეიდან ახალი ენერგიითა და შემართებით, ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთვის, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, რომელსაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)