|
2023-01-30 09:32:19, 1157 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი და დასავლეთთან დაახლოების არქიტექტორი ვიყავი
მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც ჩემი დატყვევებით პუტინს ერთგულებას უდასტურებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ციხეში მოჩვენებითი სასამართლო პროცესის შემდეგ მოხვდა, რომლის გადაწყვეტილებებსაც საერთაშორისო დონეზე მხოლოდ კრემლის დიქტატორული და იმპერიალისტური რეჟიმი აფასებს. "ამ წერილს ჩემი, ქართული ციხის სამედიცინო საკნიდან ვწერ, სადაც, ფიზიკური მდგომარეობის სწრაფად გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები. სახალხო დამცველის კონსილიუმში გაერთიანებული დამოუკიდებელი ქართველი ექიმები, ამერიკელი, შვეიცარიელი და ბრიტანელი პროფესიონალები ერთსულოვნები არიან: ჩემზე განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ, რომელსაც თან მძიმე მეტალებით მოწამვლა დაერთო, ჩემი ჯანმრთელობა გააუარესა. ამიტომ, მოგმართავთ მანამ, სანამ ჩემი მდგომარეობა მაძლევს ფიქრისა და წერის საშუალებას, რადგან ჩემი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა დღითიდღე იცვლება. ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი და დასავლეთთან დაახლოების არქიტექტორი ვიყავი. მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც ჩემი დატყვევებით პუტინს ერთგულებას უდასტურებს. პუტინს, რომელიც მე თავის მტრად მთვლის... კრემლის აგრესიულმა ომმა უკრაინაში, ქართული რეჟიმი აიძულა, თავისი რეალური სახე გამოემჟღავნებინა: მას ახლა ნამდვილად სურს პუტინის გამარჯვება და მონაწილეობს მისთვის სანქციების თავიდან არიდებაშიც, როგორც ამას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს. მე ციხეში ვარ მოჩვენებითი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომლის გადაწყვეტილებებსაც საერთაშორისო დონეზე მხოლოდ კრემლის დიქტატორული და იმპერიალისტური რეჟიმი აფასებს. საერთაშორისო ორგანიზაციების, დასავლეთის დიპლომატიური კანცელარიების, ევროპარლამენტის რეზოლუციების ყველა მოხსენება აჩვენებს, რომ საქართველო, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრდა, ზურგს აქცევს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, რაც გეოპოლიტიკურად მხოლოდ ევროპასთან დაახლოების პროცესის შეჩერებასა და ქვეყნის რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას შეიძლება ნიშნავდეს. მეტიც, მინისტრები და პუტინის პროპაგანდისტები აქებენ საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელი დიქტატებისადმი მათ "წინააღმდეგობას". მაშინ როცა მთელი მსოფლიო პუტინის რეჟიმს დევნის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის საქართველო აცხადებს, რომ მოსკოვთან საჰაერო კავშირების აღდგენა სურს, -ამ წერილს ჩემი, ქართული ციხის სამედიცინო საკნიდან ვწერ, სადაც, ფიზიკური მდგომარეობის სწრაფად გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები. სახალხო დამცველის კონსილიუმში გაერთიანებული დამოუკიდებელი ქართველი ექიმები, ამერიკელი, შვეიცარიელი და ბრიტანელი პროფესიონალები ერთსულოვნები არიან: ჩემზე განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ, რომელსაც თან მძიმე მეტალებით მოწამვლა დაერთო, ჩემი ჯანმრთელობა გააუარესა. ამიტომ, მოგმართავთ მანამ, სანამ ჩემი მდგომარეობა მაძლევს ფიქრისა და წერის საშუალებას, რადგან ჩემი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა დღითიდღე იცვლება",- წერს სააკაშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)