2023-01-30 09:31:14, 1313 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. როგორც უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს, თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სინეგუბოვის განცხადებოთ, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსზე იერიში S-300 ტიპის რაკეტით მიიტანეს.
"ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. დაზუსტებულია ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ", - თქვა ხარკოვის ოლქის სსამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,