|
2023-01-29 11:55:31, 1295 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის 2024 წლის არჩევნებისთვის დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ტრამპი პირველად ნიუ-ჰემფშირს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარე სტივენ სტეპანეკი საარჩევნო კამპანიას ზედამხედველობას გაუწევს. ამის შემდეგ ტრამპი სამხრეთ კაროლინაში გაემგზავრა. "ჩვენ ვიწყებთ. ჩვენ ვიწყებთ სწორედ აქ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. ახლა უფრო გაბრაზებული და უფრო მონდომებული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ", - თქვა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყოველწლიური შეხვედრის ძირითადი მიმართვისას. თავის გამოსვლაში ტრამპმა ისაუბრა თავის კამპანიის დღის წესრიგზე, მათ შორის გეგმებზე, გააუქმოს ფედერალური დაფინანსება სკოლებისთვის, რომლებიც „აწესებს“ კრიტიკულ რასის თეორიას ან „მემარცხენე გენდერულ იდეოლოგიას“. ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ს სამხედროებზე და თქვა: ”ჩვენ გვყავს შესანიშნავი ჯარი, მაგრამ ასევე, სისტემის ნაწილი რამდენიმე სულელი მაღალჩინოსანიცაა”. ამავდროულად, დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი ოფიციალურად გამოცხადებული კანდიდატია, ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, 12 ქულით ჩამორჩება მის, დიდი ალბათობით, მთავარ ოპონენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს.
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)