|
2023-01-27 23:05:32, 1436 ნახვა
პოლიტიკა
ნონა მამულაშვილი - იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე - ეს პარტია იშლება
იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე - ეს პარტია იშლება, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. მისივე თქმით, მხარეები ისე არიან დაპირისპირებულები, რომ მათი ერთობის დანახვა არჩევნების შემდეგ რთული იქნება, ნონა მამულაშვილი კი იქნება გარანტორი, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობს ამ არჩევნებში თავის ადგილს შეინარჩუნებს პარტიაში. მან დასძინა, რომ ყველა გამოკითხვაში, ლიდერობს და მოლოდინებიც შესაბამისად გამარჯვების აქვს. "იმ შემთხვევაში, თუ მე არ გავხდი პარტიის თავმჯდომარე - ეს პარტია იშლება. ვხედავთ, რომ მხარეები ისე არიან დაპირისპირებულნი რომ ძალიან გაგვიჭირდება დავინახოთ ამ ადამიანების ერთობა, მიუხედავად იმისა რა რიტორიკა აქვთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, იმ დაპირისპირებას, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ... მე ვიქნები გარანტორი იმის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, შეინარჩუნებს [პარტიაში ადგილს]... "თუ"-ს არ განვიხილავ... თუ შეგვიძლია გადავხედოთ სოცმედიაში კვლევებს, ყველა მონაცემებით, ვერ ვიტყვი მაქვს 60% თუ 70%, არ შემიძლია სპეკულირება, მაგრამ ყველას შეუძლია ნახოს, რომ ყველა გამოკითხვაში ვლიდერობ. ამიტომ, შესაბამისი მოლოდინიც მაქვს. დაველოდოთ ხვალ, ზეგ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, დიდი იმედი მაქვს გამარჯვების", - განაცხადა მამულაშვილმა. შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)