|
2023-01-27 11:21:01, 2704 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, EU-ს 12 რეკომენდაცია შეასრულოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულონ ამ რეზოლუციაში გამოთქმული რეკომენდაციები და შეშფოთებები. „ამ მხრივ, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე რეფორმების პროცესში, რაც საჭიროა საქართველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება, მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. რეზოლუცია ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა შეამციროს მედიაგარემოში არსებული დაძაბულობა“,- აღნიშნულია რეზოლუციაში. გარდა ამისა, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის. „ასამბლეა კვლავ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციით და გმობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის“,- ვკითხულობთ რეზოლუციაში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)