|
2023-01-26 23:55:54, 1239 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ჩვენთვის წამება არის წითელი ხაზი, არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა დააბრალოს
რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები ტყუილია და ამორალურ საქციელს წარმოადგენს. „სრულიად უსაფუძვლოდ, ამორალურად გვაბრალებენ იმას, რომ ადამიანი ვაწამეთ და ამის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არის ძალიან დიდი ტყუილი და როდესაც სახელმწიფოს გაბრალებენ, ეს არის წითელი ხაზი, რომ ვინმე აწამე. თან ვინ გვაბრალებს? – გვაბრალებს ის, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა, და ამ საკითხზე არის არა ერთი, ათეულობით განაჩენი დამდგარი და ამის გამო ადამიანები დღეს სასჯელს იხდიან, ვინც აწამებდა. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ არავის მივცემთ ამის უფლებას და შესაძლებლობას, სახელმწიფოს დააბრალონ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა თუკი ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის საკითხთან დაკავშირებითაც. რატი ბრეგაძის თქმით, ამ ინფორმაციის გახმიანებისთანავე სახელმწიფომ იმოქმედა მყისიერად და შესთავაზა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, მსჯავრდებულმა ამაზე უარი თავად განაცხადა. „ჩვენ ვიმოქმედეთ მყისიერად. მე პირადად შევთავაზე, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მათ განაცხადეს უარი. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და ამ ფარგლებშიც მას უნდა ჩატარებოდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, ამაზე მან თავად განაცხადა უარი; ნიმუშებს არ აბარებს და, ამ შემთხვევაში, თუკი ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძე: „ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში" „რაც შეეხება პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ, მსგავს პრეცედენტს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, ბუნებრივია, ჩვენც პატიმარს ვერ გავიყვანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბუნებრივია, დაცვის მხარესაც აქვს და ისინიც არ აჟღერებენ ამ მოთხოვნას; და ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს. მინისტრის თქმით, უწყება მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. „ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც დადგენილია საქართველოში. საქართველოს კონსტიტუცია არის თითოეული ჩვენგანის, როგორც ჩემი, ისე თქვენი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ძირითად სამართლებრივ წესრიგს და მას ებმის მთელი დანარჩენი კანონმდებლობა. რაც იქნება გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ამით", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)