01:33 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 17:23:54, 1199 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს - ვერავინ აიძულებს გადადგას ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება

ვიღაცებს სურთ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე CS Victims-ის მიერ გავრცელებულ სტატიას. 

კობახიძის თქმით, ვერავინ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, რომ გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. 

„გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან, ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რასაც ვაკვირდები ჩვენ, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია არის პრაქტიკულად, უკვე გაცამტვერებული. მოტივი არის პოლიტიკური ცალსახად, რაზე მინიშნებებიც ჰქონდა უკვე Credit Suisse-ს, რომელმაც მიუთითა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამ თანხების დაკავებასთან კავშირში და თავად ბიძინა ივანიშვილმაც თავის წერილში რამდენიმე თვის წინ, აქცენტი გააკეთა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ ვხვდებით, ზუსტადაც, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, ის, რომ რომ ვიღაცებს სურთ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს - ვერავინ აიძულებს მას გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

მისი თქმით, ბანკი ქმნიდა მოლაპარაკებების ილუზიას და ბანკის წარმომადგენლები მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics