|
2023-01-26 16:40:30, 1132 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - კინზინგერი დეზინფორმაციას ავრცელებს - ასე ცდილობენ საქართველოს იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“
ბატონი კინზინგერი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა სოციალურ ქსელში დაწერა. სუბარის განცხადებით, საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები" ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ. "ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა? ბატონი კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, შესაბამისად, 15 წელია რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები”, - წერს სუბარი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ამერიკელი "რესპუბლიკელი" კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას გამოეხმაურა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას კითხვით მიმართა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, „ქართული ოცნება“, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს". ანდრეი კასიანოვი დიპლომატიურ უწყებაში ახსნა-განმარტებებისთვის მას შემდეგ დაიბარეს, რაც განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის რისკისშემცველი იქნება, რის გამოც ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია არ გამორიცხა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)