|
2023-01-26 16:27:51, 1131 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ - ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა
ევროპის საბჭოს ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. საპარლამენტო ასამბლეაზე ეროვნული დელეგაციების წევრები ინდივიდუალურად აძლევენ ხმას. რეზოლუციას მხარი 100-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა. მხარდამჭერთა შორის არიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და "ქართული ოცნების" დეპუტატია ხატია წილოსანი. რეზოლუციით, რომლის სახელწოდებაცაა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები" ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მისი ხასიათის, მასშტაბისა და სიმძიმის გათვალისწინებით, წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების აშკარა დარღვევას. ასამბლეა სრულად გმობს ამ დანაშაულებს, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჩამდენი პასუხისგებაში იქნება მიცემული და რომ ასეთი დანაშაულების დაუსჯელობა მიუღებელია. ასამბლეა ერთსულოვნად მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ და დამკვირვებელ სახელმწიფოებს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. „საქართველოს დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პოლარიზაციის და დაპირისპირების ფონზე რაც ქვეყანაშია ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის რომ ქვეყნის გარეთ, უკრაინასთან მიმართებაში პოზიციები, როგორც წესით თანხვედრაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი აქაც, სტრასბურგშიც არის და რეიკიავიკშიც იქნება მთავარი და წამყვანი საკითხი, მაგრამ სადაც არის უკრაინაზე საუბარი, უნდა იყოს საუბარი საქართველოზეც და არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ დავიწყებას მიეცეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესია„ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა. ევროპის საბჭოს ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში მიმდინარეობს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)