19:14 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 16:15:37, 1516 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან 47 ჩამოაგდო

ოკუპანტებმა 55 საჰაერო და საზღვაო რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 47 უკრაინამ გაანადგურა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსების მიზანი იგივე რჩება - ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება.

"მტერმა გაუშვა 55 საჰაერო და საზღვაო რაკეტა (X-101, X-555, X-47 "Kinzhal", "Kalibr", X-59) Tu-95, Su-35, MiG-31K თვითმფრინავებიდან და გემებიდან. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 47 საკრუიზო რაკეტა, მათგან 20 დედაქალაქის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ოთხი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტიდან სამმა ვერ მიაღწია მიზნებს.

რუსების მიზანი იგივე რჩება - ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. მაგრამ ჩვენ არ გავტყდებით! მადლობა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იცავენ უკრაინის ცას",- განაცხადა ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ საჰაერო შეტევა განახორციელა.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ჰოლოსიევის რაიონში დაიღუპა ერთი, ხოლო ორი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics