|
2023-01-26 14:03:55, 1186 ნახვა
პოლიტიკა
დავით სააკაშვილი - გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება, გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი მუმლაძისგან მიიღო შეთავაზება, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნის პოსტი დაიკავოს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, არჩევნებში მხარს სწორედ მუმლაძეს უჭერს, თუმცა შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. "გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია. ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. მინდა, მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო", - წერს დავით სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)