01:33 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 11:01:51, 762 ნახვა

პოლიტიკა
ბროუდერი სააკაშვილზე - მსგავსი რამ უკვე ნანახი მაქვს - ეს არის სერგეი მაგნიტსკი, რომელიც პატიმრობაში ნელი სიკვდილით მოკლეს

რაც მე ვიხილე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ეს არის ადამიანის უფლებებს უხეში დარღვევა, ამიტომ "მაგნიტსკის სიას" უნდა დაემატონ ადამიანები, რომლებიც მას აწამებენ და კლავენ, - ამის შესახებ ბილ ბროუდერმა "თაიმს-რადიოს" განუცხადა.

ბროუდერის თქმით, სამართლებრივი საფუძველი, რომ მესამე პრეზიდენტი ახლა პატიმრობაში იმყოფებოდეს, არ არსებობს. 

"საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. მათთან პუტინს დიდი გავლენები აქვს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილი ახლა პატიმრობაში იმყოფებოდეს. მაშინ, როდესაც პუტინს 2008 წელს საქართველოს მიტაცება სურდა, სააკაშვილი მას შეეწინააღმდეგა. სწორედ ამიტომ, ის პუტინის სამიზნე გახდა. ის მისი მტერია და სურს, შური იძიოს. მან 40-50 კილო დაკარგა. არის ნაწამები. ექსპერტები საუბრობენ მის მოწამვლაზე. უნდა იცოდეთ, რომ ეს საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ის კვდება და ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მკურნალობის მიზნით. მე წარსულში მსგავსი რამ უკვე ნანახი მაქვს. ეს არის სერგეი მაგნიტსკი, რომელიც იყო ნაწამები და საბოლოოდ პატიმრობაში ნელი და მტანჯველი სიკვდილით მოკლეს. რადგან მე ვიყავი მისი მკვლელობის მოწმე, შედგა სერგეის მკვლელების სია, რომელსაც დაერქვა "მაგნიტსკის აქტი". რაც მე ვიხილე სააკაშვილის შემთხვევაში, ესეც არის ადამიანის უფლებებს უხეში დარღვევა, ამიტომ "მაგნიტსკის სიას" უნდა დაემატონ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს აწამებენ და კლავენ", - აცხადებს ბილ ბროუდერი.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". 

აღნიშნულის პასუხად, ბროუდერმა გაავრცელა განცხადება და მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, მოწამვლასა და წამებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მიეწოდებინა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics