|
2023-01-25 15:39:34, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - კასიანოვის განცხადება არის საფუძველი იმის, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს
ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა კასიანოვმა, ეს არის საფუძველი, რომ პირადად ამ ადამიანის ევაკუაცია მოხდეს საქართველოდან, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენასა და საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციასთან დაკავშირებით უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას. ზარქუამ მოუწოდა საქართველოს საგარეო უწყებას, ანდრეი კასიანოვს "დიპლომატიის ანა-ბანა აუხსნას". "ეს რომ ვუთარგმნოთ უკრაინელ დევნილებს და რომ ვუთხრათ - მე მგონი, ჩვენი დასაცავი გახდება ბატონი კასიანოვი თავისი მოქალაქეებისგან. ამიტომ, მე მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბარონ ეს პატივცემული და აუხსნან დიპლომატიის ანა-ბანა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის რისკისშემცველი იქნება, რის გამოც კიევი ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა. იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უახლოეს პერიოდში აღდგენის იმედი გამოთქვა. 20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)