|
2023-01-25 15:18:42, 1020 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს 2023 წლის მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - ITB Berlin-ის მოსამზადებელი სამუშაოები, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად არსებობს მეგობრული, საქმიანი ურთიერთობები და აქტიური ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი ავიარეისი გვაქვს - აქ შვიდი მიმართულებით დაფრინავს ოთხი ავიაკომპანია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის. „ვფიქრობთ, რომ ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ისე მთლიანად ევროპიდან ტურისტული ნაკადების ზრდას" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)