19:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 13:41:24, 1572 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატო არ არის ომის მონაწილე, ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს ან თვითმფრინავს უკრაინაში

ნატო არ არის ომის მონაწილე, ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს ან თვითმფრინავს უკრაინაში,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი არ მიიღებს მონაწილეობას ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ გააჩაღა.

„უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს ნატომ გადაწყვიტა უკრაინელების მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ გამოვრიცხეთ ნატოს მონაწილეობა ომში. ალიანსი არ არის ომის მონაწილე და ასე იქნება. ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს ჯარს უკრაინაში, არც თვითმფრინავებს.

ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დაპყრობითი ომი დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაეროს წესდების მიხედვით და ჩვენ გვაქვს უფლება დავეხმაროთ მათ ამ უფლების დაცვაში. რა თქმა უნდა, ესკალაციის რისკი ყოველთვის არის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა.

„ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ რუსული ბირთვული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის წარმოება და მოგება შეუძლებელია",- დასძინა სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics