19:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 09:10:02, 1503 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტანკებზე ბევრს საუბრობენ, ბევრი დაპირება გვესმის, მაგრამ მნიშვნელოვანი რეალობის დანახვაა

ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ, ბევრი სიტყვა და დაპირება გვესმის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რეალობის დანახვა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დისკუსია უკრაინის თავდაცვის გაძლიერებით უნდა დასრულდეს.

“ახლა, სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ ტანკებზე. თანამედროვე ტანკებზე, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ დეფიციტის შევსება. ბევრი ძალისხმევა, სიტყვები, დაპირებები. მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: ეს არის არა 5, 10 ან 15 ტანკი. საჭიროება ძალიან დიდია. ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად. და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ამაში მხარს გვიჭერს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს, რათა გავლენა მოახდინოს გერმანიაზე და ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, Leopard-ის ტანკები გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. 

თუმცა მოგვიანებით, Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics