08:14 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 21:56:17, 1085 ნახვა

პოლიტიკა
კამელჩუკი - საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს რაოდენობის ზრდამ, შესაძლებელია უკრაინის მოქალაქეებზე გავლენა იქონიოს

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს რაოდენობის ზრდამ, შესაძლებელია უკრაინის მოქალაქეებზე მომავალში გარკვეული გავლენა იქონიოს. ამის შესახსბ უკრაინის რადას დეპუტატმა, იური კამელჩუკმა “მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიზანია მათი მოქალაქეების უფლებების დაცვა, მან დასძინა, რომ პროვოკაციებისგან თავდაცვის საჭიროება არსებობს.

"ჩვენი მიზანია უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა სადაც არ უნდა იყვნენ. ცივი გონებით ვაფასებთ არსებულ ვითარებას. ჩვენმა ელჩმა რეკომენდაციები გასცა, რომელიც შესაძლებელია მომავალში საჭირო გახდეს. ვაფასებთ ვითარებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს რაოდენობის ზრდის ტენდენციასთან დაკავშირებით, ამან შესაძლებელია უკრაინის მოქალაქეებზე მომავალში გარკვეული გავლენა იქონიოს. ბევრი შემთხვევის შესახებ არ ვიცით, ან ინფორმაცია ჩვენამდე არ აღწევს, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნებისმიერი პროვოკაციებისგან თავი უნდა დავიცვათ" - განაცხადა კამელჩუკმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics