2023-01-24 21:29:07, 1589 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ლუკაშენკოს - ჩვენ არ ვაპირებთ შეტევას ბელარუსზე და არც არასდროს ვაპირებდით
ჩვენ არ ვაპირებთ შეტევას ბელარუსზე და არც არასდროს ვაპირებდით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი , ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა ბელარუსს თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან ბელარუსზე თავდასხმის განზრახვები არ არსებობს და ეს არის სიგნალი უკრაინელი ხალხისგან ბელარუსის ხალხისთვის.
"ყველაფერს, რასაც უკრაინა ოფიციალურად გვთავაზობს, გესმით. ჩვენ არ ვაპირებთ შეტევას ბელარუსზე და არც არასდროს ვაპირებდით. ასეთი განზრახვები არ არსებობს. ეს არის მთავარი სიგნალი მთელი უკრაინელი ხალხისგან ბელარუსი ხალხისთვის." - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,