02:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 21:13:13, 865 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში შეცვლილია, სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან

2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში და სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის გარკვეული მცდელობა, აღდგეს ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე და მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ უცხოელმა პარტნიორებმა.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ყველამ იცის, რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში. 2012 წლამდე მართლმსაჯულების სისტემა თუ იყო მთლიანად პოლიტიკური სისტემის ქვეშ, სააკაშვილი-ადეიშვილის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, პოლიტიკური კონტროლისგან და, წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთო სურათი და ასეთ პირობებში არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე. მთავარია, რომ ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics