|
2023-01-23 21:06:38, 981 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები სათანადოდ იყოს გატარებული
მარია ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია ბურიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროსაბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ გატარებული, აქედან გამომდინარე მზადდება სპეციალური, რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რაშიც აქტიურად არის ჩართული გენერალური მდივანი. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან მეგობრული. შევეხეთ ყველა თემას, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობასთან, ურთიერთობებთან, ჩვენი დელეგაციის მუშაობასთან. ევროსაბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ გატარებული. მზადდება სპეციალური, რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რაშიც აქტიურად არის ჩართული გენერალური მდივანი. შევეხეთ ყველა ასპექტს იმ თანამშრომლობისა, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ურთიერთობებთან. ასევე, მიმოვიხილეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ვისაუბრეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველა იმ თემაზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. ქალბატონმა ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასევე გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი ყველა შემდგომ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დადებითი გზავნილის მიღება ქალბატონი ბურიჩისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)